„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონასთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩისთვის თავისი გუნდის განაცხადში ტრავმის გამო ვერ მოხვდა - გვამცნობს პარიზული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
შესაბამისად, ის არ მიიღებს მონაწილეობას მატჩში, რომელიც ოთხშაბათს, 1 ოქტომბერს, ბარსელონას „ოლიმპიკ ლუის კომპანისის“ სტადიონზე გაიმართება. და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურში პსჟ-ს მიერ „ოსერთან“ 2:0 მოგებულ მატჩში. ქართველი გარემარბი ტაიმის ბოლოს შეცვალეს.
პარიზელებს ადრე ტრავმის გამო გუნდის კაპიტანი მარკინიოსი, ასევე თავდამსხმელები უსმან დემბელე და დეზირე დუე დაკარგეს.
კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ბრედლი ბარკოლასა და ვიტინიას თამაშიც, მაგრამ ისინი განაცხადში არიან.