ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმს“ დაუბრუნდა. ქართველ ფეხბურთელს მამის გარდაცვალების გამო ბოლო ორი მატჩი გაუცდა, მაგრამ ავსტრიაში დაბრუნდა და გუნდთან ერთად ემზადება.
მის შესახებ „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ ზაუმელმა ისაუბრა:
„ის ზედიზედ ორჯერ დასახელდა ავსტრიაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად. ყველამ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენთვის. საიდუმლო არ არის, რომ გვაკლდა. მას თამაშში ცვლილელების შეტანა შეუძლია. ოთარი სხვა მოთამაშეებისთვის სივრცეებს ქმნის და ერთი პასით შეუძლია მეტოქის დაცვის დაშლა. მას პერსონალიზებული სავარჯიშო გეგმა ჰქონდა, როდესაც გუნდში არ იყო, ახლა გუნდთან ერთად ვარჯიშობს და „რეინჯერსთან“ მატჩისთვის ემზადება“, - თქვა ზაუმელმა.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. „შტურმისა“ და „რეინჯერსის“ შეხვედრა 2 ოქტომბერს გაიმართება.