ჩოგბურთი

16:55 | 30.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის მოგება შეძლო.

ფინალში ბასილაშვილმა ამერიკელი ელიოტ სპიცირი ორ სეტში, 6:4, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 28 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზს 4 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო მეტოქეს ერთი ეისი და არცერთი ორმაგი შეცდომა.

ქართველმა კვლაფიკაციაში ორი შეხვედრა მოიგო, მანამდე ავსტრალიელი ბერნარ ტომიჩი დაამარცხა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად რეიტინგში 104-ე ადგილზეა, შანხაის მასტერსის ძირითადი ბადის პირველ წრეში მისი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101093