„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო ტორალმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მეტოქე ძლიერია, მაგრამ მისი გუნდიც, რომელიც ეცდება, რომ ეს მოედანზე დაამტკიცოს:
„ვილიარეალთან ერთად ბევრი განსაკუთრებული მომენტი მქონდა და ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ კიდევ აქ ვიქნებოდი და ჩემპიონთა ლიგის მატჩში მონაწილეობას მივიღებდი. ბედნიერები ვართ და გამარჯვება ნამდვილად გვინდა. გვინდა, რომ ჩვენს გულშემატკივრებს სიხარული ვაჩუქოთ, ამავდროულად, ჩვენს მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ.
ფანტასტიკურ მეტოქეს ვხვდებით, რომელიც იტალიაში ყველაზე წარმატებულია, თავის ქვეყანაში საუკეთესო, მაგრამ ამ ფეხბურთელებმა აჩვენეს, რომ ნებისმიერ გუნდთან შეუძლიათ კონკურენცია. მთავარია, რწმენა შევინარჩუნოთ. გვექნება ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა, რომლებიც პირველიდან ბოლო წუთამდე ჩვენს გვერდით იქნებიან.
მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვიფიქრებთ, რაც არ უნდა საინტერესო იყოს. ლა ლიგის უგულებელყოფა არ შეგვიძლია, რადგან ეს ჩემთვის ორი განსხვავებული ტურნირია. ლა ლიგაში გამარჯვება და კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გვარწმუნებს ჩვენს შესაძლებლობებში. ცოტა გოლს ვუშვებთ და ბევრ მომენტს ვქმნით. მართალია, შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობთ, მაგრამ კარგ ფორმაში ვართ და გვსურს კარგად ვითამაშოთ. ვიცით „იუვენტუსთან“ მატჩის სირთულეები, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელების გვჯერა.
შემადგენლობაზე ჩამოყალიბებული ვარ, ბევრი ეჭვი არ მაქვს, მაგრამ ვერ გეტყვით, ორი-სამი საყოყმანო სიტუაცია ყოველთვისაა. ჩვენს გეგმას მივყვებით. რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ ვინც ჯანმრთელადაა, ყველა მნიშვნელოვანია და კარგად ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, „იუვენტუსს“ სირთულეებს შევუქმნით.
ილდიზი, კონსეისაო და ვლაჰოვიჩი შარშანაც „იუვენტუსში“ იყვნენ, ძირითადი შემადგენლობის სამი პოტენციური წევრი. ასევე შეიძინეს დევიდი, რომელიც ბევრ კლუბს სურდა და 40-50 მილიონი დახარჯეს ოპენდაში. ვფიქრობ, მათი შეტევა ძლიერია. პატივისცემის მიუხედავად, გულწრფელად, მერჩვინა, რომ სამი-ოთხი მათგანი ტრავმირებული ყოფილიყო. თუმცა, ასევე საუკეთესოების წინააღმდეგ თამაშიც გვსურს.
არავის სჯერა, რომ „იუვენტუსი“ რეკონსტრუქციის ფაზაშია. ეს არის ძლიერი გუნდი, რომელსაც მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. თუ ვინმე ჯერ კიდევ ფეხბურთელების ინტეგრაციის პროცესშია, ეს ჩვენ ვართ. „იუვე“ ფიზიკურადაც ძლიერია, მსოფლო დონის ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც დუელებში ძალიან ძლიერები არიან და კონტრშეტევაზე სწრაფად გადადიან. მათ წინააღმდეგ მომენტების შექმნა ძნელია და ინდივიდუალური რესურსიც გააჩნიათ. თუმცა, ჩვენც ძლიერი გუნდი გვყავს და ვფიქრობ, რომ ამას ვაჩვენებთ“, - თქვა მარსელინომ.
შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 1 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.