ფეხბურთი

18:05 | 30.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკი: "პსჟ გასული სეზონის საუკეთესო გუნდია და დიდი გამოწვევა გველოდება"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

მან ასევე ისაუბრა ლამინ იამალზე და აღნიშნა, რომ მასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი, რადგან ის მხოლოდ 18 წლისაა:

„გასული სეზონის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით და ეს დიდი გამოწვევაა. პსჟ ძალიან ძლიერია, მომწონს მათი სტილი და ფეხბურთელები. მატჩს მოუთმენლად ველოდებით. თუმცა ჩვენს სათამაშო გეგმაზე უნდა ვიმუშაოთ. ადვილი არ იქნება, რადგან პსჟ-საც სურს ბურთის ფლობა და პრესინგს კარგად ახორციელებს. პირველიდან ბოლო წუთამდე უმაღლეს დონეზე უნდა ვითამაშოთ, ეს ჩემპიონთა ლიგაა.

არ მომწონს ლამინზე ატეხილი აჟიოტაჟი. ის მხოლოდ 18 წლისაა. შრომაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. ნიჭი აქვს და ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს, მაგრამ შემდეგ დონეზე ასასვლელად, რაც მას შეუძლია, მუშაობა უნდა გააგრძელოს. ვიცით, რომ ფეხბურთი მხოლოდ შეტევა არაა, დაცვაცაა“.

„ბარსელონა“ ვართ და მოგვწონს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტებში ვართ, მაგრამ ვიცით, რომ ბევრი გვაქვს სამუშაო და გზა გრძელია. ჩვენს გარდა, ფანტასტიკური გუნდები გვყავს კონკურენტებად, რომელთაგან პირველი ხვალ გველოდება.

ტრავმებთან გამკლავება მოგვიწევს. ვიცით, რომ ორივე გუნდს შესანიშნავი მოთამაშეები დააკლდებიან, თუმცა ორივე გუნდს შეუძლია მათი შესანიშნავი ფეხბურთელებით შეცვლა“, - თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და პსჟ-ს მატჩი 1 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099002