„ვილიარეალი“ ძალიან ახლოსაა რეკორდის დამყარებასთან: საკუთარ მოედანზე ზედიზედ 9 მატჩის მოგებასთან.
ესპანურ კლუბს ბოლო 8 საშინაო მატჩი მოგებული აქვს, რაც რეკორდის გამეორებაა, რომელიც 2014-2015 წლების სეზონში ასევე, მარსელინოს ხელმძღვანელობით დაამყარა. თუმცა, თუ ხვალ „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ „იუვენტუსთან“ მოიგებს, შინ ზედიზედ 9 გამარჯვება დაუგროვდება, რაც მისი რეკორდი იქნება.
„ვილიარეალი“ ყველა ტურნირზე ბოლოს საკუთარ მოედანზე 15 მარტს დამარცხდა („რეალთან“ 1:2), ხოლო მას შემდეგ ორჯერ ფრე ითამაშა („ბილბაოსა“ და „სოსიედადთან“), რასაც მოჰყვა ზედიზედ 8 გამარჯვება - „ესპანიოლთან“, „ოსასუნასთან“, „ლეგანესთან“, „სევილიასთან“, „ოვიედოსთან“, „ჟირონასთან“, „ოსასუნასა“ და „ბილბაოსთან“.
შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 1 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.