„ნაპოლის“ ფეხბურთელ კევინ დე ბრუინს ფაბიო კაპელო აკრიტიკებს. როგორც ლეგენდარულმა სპეციალისტმა თქვა, ბელგიელი მოედანზე დასეირნობს და ჩვეულად ვერ თამაშობს:
„მოდრიჩი სერია A-ში დომინირებს, დე ბრუინი კი „სან სიროზე“ არ დომინირებდა, პირიქით... ვფიქრობ, რომ უჭირს თავისი პოზიციის პოვნას, მოედანზე დასეირნობს, ისე, რომ თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. რა თქმა უნდა, ხანდახან ისეთ პასს აკეთებს, რომელსაც სხვები ვერც კი წარმოიდგენენ. მაგრამ მისი გავლენა ძალიან სპონტანურია“, - თქვა ფაბიომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ კევინ დე ბრუინი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა, მას შემდეგ, რაც ბელგიელმა „მანჩესტერ სიტი“ დატოვა.