„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ კევინ დე ბრუინთან გაუგებრობა ამოწურულია.
როგორც მან თქვა, ყველამ იცის მისი შეხედულებები გარკვეული სახის ქცევებზე:
„ყველამ, ვინც მიცნობს, იცის ჩემი შეხედულება გარკვეულ ქცევებთან დაკავშირებით. ჩემზეა დამოკიდებული სიტუაციის გადახედვა და გარკვეული კონცეფციების ახსნა ისე, რომ ერთხელ ეს დასაშვებია, მეორედ არა“, - აღნიშნა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინმა „მილანთან“ მატჩში შეცვლისას მოედანი უკმაყოფილომ დატოვა, რაც კონტეს არ მოეწონა და ბელგიელს მიანიშნა, რომ მსგავსი ქცევა კონტეს გუნდში დაუშვებელია.