ფეხბურთი

20:50 | 30.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკიმი: "დანაკლისი გვაქვს, მაგრამ ეს დიდად არაფერს ცვლის"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა აშრაფ ჰაკიმიმ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ბარსელონასთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ბევრი მატჩის ჩატარებაზე თანახმაა, თუ პსჟ ყველა ტურნირის ფინალში გავა, როგორც გასულ სეზონში:

„მეექვსე ადგილი ოქროს ბურთზე, არა მგონია, რომ ეს ჩემთვის იმედგაცრუება იყოს. სასიამოვნოა მსოფლიოს 30 საუკეთესო მოთამაშის სიაში მოხვედრა. ცხოვრებაში არასდროს მიფიქრია ამაზე. პირველ რიგში, გუნდურ ტიტულებზე ვფიქრობ. შემდეგ თქვენ ხართ ისინი, ვინც ინდივიდუალურ ჯილდოებზე საუბრობენ. ვამაყობ ამ მეექვსე ადგილით და მინდა მუშაობა გავაგრძელო მუშაობა.

დანაკლისი გვაქვს, მაგრამ ეს დიდად არაფერს ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. ძლიერი შემადგენლობა გვყავს და მიზანი გამარჯვებაა. მწვრთნელი შეარჩევს ფეხბურთელებს, რომლებიც ითამაშებენ და ამ მატჩისთვის მზად ვიქნებით.

ამ ქალაქთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს, რადგან ბოლო მატჩში გავიმარჯვეთ. იმედი მაქვს, ხვალაც იგივეს გავაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იქნება. მათ კარგი გუნდი ჰყავთ, შესანიშნავი ფეხბურთელებით და ჩვენნაირი სათამაშო სტილით. იმედი მაქვს, რომ ეს კარგი მატჩი იქნება სათამაშოდ და საყურებლად მათთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს. ყველაფერი დეტალებზე იქნება დამოკიდებული. იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ.

ვფიქრობ, იამალი მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა მცველის, ნუნუ მენდეშის წინააღმდეგ ითამაშებს, რომელსაც ვფიქრობ, შეუძლია ლამინის შეჩერება, ისევე როგორც ეს ლამინის მსგავს სხვა თავდამსხმელებთან გააკეთა.

არ ვიცი, სხვა ფეხბურთელები ბევრს თამაშობენ თუ არა, მაგრამ თუ პსჟ-მ ბევრ ითამაშა, ეს იმიტომ მოხდა, რომ გასულ სეზონში ყველა ტურნირის ფინალში გავედით. იმედი მაქვს, წელსაც იგივე მოხდება. ახლავე მოვაწერ ხელს თუ ამ სეზონში ისევ ამდენი მატჩის ჩატარება მოგვიწევს“, - თქვა ჰაკიმიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 1 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096085