ევროლიგის ახალი სეზონი დაიწყო, „ბარსელონაში“ კი თორნიკე შენგელიას დებიუტი შედგა.
ესპანური კლუბი პირველ ტურში თელ ავივის „ჰაპოელს“ ესტუმრა და 87:103 დამარცხდა. მხოლოდ პირველი პერიოდი იყო თანაბარი, რომელიც 26:26 დასრულდა, ხოლო შემდეგ მასპინძლებმა „ბარსას“ სამივე პერიოდში აჯობეს.
თორნიკე შენგელიამ 24 წუთში 8 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ხოლო საჯარიმო არ უსვრია.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვილ კლაიბერნი იყო, რომელმაც „ბარსელონას“ 23 ქულა და 7 მოხსნა შესძინა, ხოლო „ჰაპოელს“ ვასილიე მიჩიჩმა ულიდერა 18 ქულით, 3 მოხსნით და 2 პასით.
„ბარსელონა“ ევროლიგის მეორე ტურში 3 ოქტომბერს, სტუმრად ათენის „პანათინაიკოსს“ შეხვდება.