ფეხბურთი

22:33 | 30.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ლიეტუვას მეორე მატჩიც მოუგო
ანდრია ბართიშვილმა კვლავ დუბლი შეასრულა

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ასაკობრივმა ნაკრებმა, დღეს, თბილისში, მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე ლიეტუვის 17-წლამდელთა გუნდს მეორე ამხანაგურ მატჩში უმასპინძლა და მეტოქე ისევ 3-ბურთიანი სხვაობით - 3:0 დაამარცხა.

წინა მატჩის მსგავსად, რომელიც ჩვენი ასაკობრივის გამარჯვებით იდენტური ანგარიშით დასრულდა (3:0), დღევანდელ შეხვედრაშიც დუბლის გატანა ანდრია ბართიშვილმა შეძლო. მესამე გოლი კი გიორგი გორგაძემ მეორე ტაიმის 77-ე წუთზე შორეული დარტყმით გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სანდრო კობახიძის 17-წლამდელები, ოქტომბერში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში - ისლანდიას და საბერძნეთს უმასპინძლებენ. 3-გუნდიანი ჯგუფიდან, შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი გუნდი განაგრძობს.

ევრო 2026 | საკვალიფიკაციო რაუნდი

24 ოქტომბერი - საქართველო V ისლანდია | მესხი 2 | 18:00
27 ოქტომბერი - საბერძნეთი V ისლანდია | დავით პეტრიაშვილი | 15:00

30 ოქტომბერი - საქართველო V საბერძნეთი | მესხი 2 | 18:00

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171997