ფეხბურთი

22:58 | 30.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს ჰეთ-თრიქი და გიორგი ზარიას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტური დაიწყო, ტრადიციულად ორი მატჩით. მადრიდის „რეალი“ ალმატაში „კაირატს“ ესტუმრა, რომელიც 5:0 გაანადგურა.

პირველ ტაიმში „სამეფო კლუბი“ კილიან მბაპეს პენალტს დასჯერდა, ხოლო მეორე ტაიმში უპირატესობა გაზარდა. მბაპე შესანიშნავ ფორმაშია და ჰეთ-თრიქი შეასრულა, ასე რომ, ორ ტურში 5 გოლი აქვს გატანილი. მატჩის მიწურულს ედუარდო კამავინგამ და ბრაიმ დიასმაც გაიტანეს.

„კაირატის“ შემადგენლობაში მე-80 წუთიდან გიორგი ზარიამ ითამაშა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა. მადრიდის „რეალს“ ორ ტურში 6 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 22 ოქტომბერს, „იუვენტუსს“ უმასპინძლებს, ხოლო „კაირატი“ უქულოდ ბოლო ადგილზეა და 21 ოქტომბერს, „პაფოსს“ უმასპინძლებს.

ბერგამოს „ატალანტამ“ საკუთარ მოედანზე „ბრიუგე“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ბელგიელებმა პირველი ტაიმი ხრისტოს ცოლისის გოლით მოიგეს, თუმცა „ატალანტამ“ ბოლოს დააქამბექა ლაზარ სამარჯიჩისა და მარიო პაშალიჩის გოლებით.

„ატალანტას“ და „ბრიუგეს“ 3-3 ქულა აქვთ. მომდევნო ტურში იტალიური კლუბი 22 ოქტომბერს, „სლავიას“ უმასპინძლებს, ხოლო ბელგიელთა მეტოქე იმავე დღეს მიუნხენში, „ბაიერნი“ იქნება.

„კაირატი“ – „რეალი“ 0:5 (0:1)

გოლები: 0:1 მბაპე (25, პენ), 0:2 მბაპე (52), 0:3 მბაპე (74), 0:4 კამავინგა (83), 0:5 დიასი (90)

„ატალანტა“ – „ბრიუგე“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ცოლისი (38), 1:1 სამარჯიჩი (74, პენ), 2:1 პაშალიჩი (87)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175812