ჩოგბურთი

10:25 | 1.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მოგების შემთხვევაში ბასილაშვილი მეორე წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის მოგება შეძლო, სადაც ჯერ ბერნარ ტომიჩი, შემდეგ კი ელიოტ სპიცერი დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელი ძირითად ბადეში პირველ შეხვედრას დღეს გამართავს და მისი მოწინააღმდეგე გამოცდილი ხორვატი ჩოგბურთელი მარინ ჩილიჩი იქნება, რომელიც ამჟამად ATP-ის რეიტინგში 97 ადგილზეა.

იმ შემთხვევაში, თუ ნიკოლოზი პირველ წრეში გამარჯვებას მოახერხებს, მისი მეტოქე შემდეგ ეტაპზე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მარინ ჩილიჩის დაპირისპირება 10:45 საათზეა ჩანიშნული. ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად რეიტინგში 104-ე ადგილზეა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094948