ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "ვილიარეალი" საკუთარ მოედანზე ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლებს, მატჩამდე "ყვითლების" მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო გარსიამ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა.
"ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია და პრივილეგიაა, რომ "ვილიარეალს" ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე პირველად ვუხელმძღვანელებ. ამ კლუბთან ერთად ბევრი კარგი მომენტი მქონია, თუმცა ეს პირველად მოხდება. "იუვენტუსი" ძლიერი გუნდია, თუმცა ჩემი გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ და მათ პრობლემებს შევუქმნით. მაქვს გეგმა, რომელსაც თუ ეტაპობრივად მივყვებით მათი დამარცხება შეგვიძლია, მთავარია ფეხბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნონ. ლა ლიგაში მოგებული თამაშები მეტ თავდაჯერებულობას გვმატებს და ვფიქრობ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე კონცენტრაცია არ შეიძლება." - განაცხადა მარსელინომ.
ცნობისთვის, "ვილიარეალისა" და "იუვენტუსის" მატჩი დღეს 1 ოქტომბერს 23:00 საათზე დაიწყება.