ძალიან მაგარი ვინმეა 25 წლის დანიელი ფიტნეს-ინსტრუქტორი მეტე ლინგჰოლმი, რომელიც დანიელი და სრულიად სკანდინავიელი ქალების შთაგონების წყარო გახდა როგორც სწორად ცხოვრებისა და ვარჯიშის, ასევე ქალთათვის საამო და მოსაწონი განცხადებების მხრივაც.
მეტე ამბობს, რომ მამაკაცები ქალის ცხოვრებაში როგორც წესი მხოლოდ პრობლემებს ქმნიან და მათი „გამოყენება“ სექსის გარდა ცოტა რამეში თუ შეიძლება. იგი ქალებს სწორი და ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებს და საამისოდ საკუთარი მაგალითი მოჰყავს, რამეთუ დროის დიდ ნაწილს ვარჯიშს და ფსიქოლოგიურ განტვირთვას უთმობს.
„რამდენიმე წლის წინ ძირითადად ქალებისთვის განკუთვნილ „სხეულის ტუმბოს“ გაკვეთილებს დავესწარი. გვყავდა მამაკაცი ინსტრუქტორი, რომელიც ყველაზე მოტივაციური ადამიანი იყო, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. მაგრამ რატომღაც მან მოულოდნელად შეწყვიტა ვარჯიშები და დაგვითხოვა ყველანი. ჩემთვის ყველაზე მოსაწონი მამაკაციც კი საბოლოო ჯამში მატყუარა აღმოჩნდა“ - ამბობს მეტე ლინგჰოლმი.