მადრიდის "რეალის" შემტევმა კილიან მბაპემ "კაირატთან" მოგებული მატჩის შემდეგ (5:0) კომენტარი გააკეთა და მატჩი შეაფასა. ფრანგმა ფეხბურთელმა ყაზახური კლუბის კარში ჰეთ-თრიქი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
"ატლეტიკოსთან წაგებული მატჩის შემდეგ ასეთი გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, მოხარული ვარ რომ გუნდს წარმატებაში დავეხმარე. ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებ და ვიცი, რომ კიდევ მოვუმატებ. მეორე გოლში კურტუას წვლილი 80%-ია, მე მხოლოდ საქმის 20%-ი შევასრულე. როდესაც 5 საგოლე შანსი გეძლევა უნდა ყველა გამოიყენო, მე ყოველთვის მაქსიმალისტი ვარ და ჩემს თავს მაქსიმუმს ვთხოვ. ახლა მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება ლა ლიგაში და მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ, შრომა უნდა გავაგრძელოთ." - განაცხადა მბაპემ.
ცნობისთვის, კილიან მბაპეს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 5 გოლი აქვს გატანილი, საერთო ჯამში კი ფრანგს უკვე 60 გოლი მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით მეშვიდე ადგილზეა იმ ფეხბურთელთა სიაში, რომლებსაც ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 60 ან მეტი გოლი აქვთ გატანილი.