ფეხბურთი

14:45 | 1.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო: "დღეს ჩვენ ვნახეთ, თუ რატომ თამაშობს "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ჩემპიონთა ლიგაზე "კაირატთან" მოგებული მატჩის (5:0) შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და მატჩი შეაფასა. ესპანელმა სპეციალისტმა ყაზახური გუნდი შეაქო და განაცხადა, რომ დრეს ყველამ დაინახა, თუ რატომ თამაშობს ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე.

"დღეს ყველამ ვნახეთ, თუ რატომ თამაშობს "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე. დიახ გავიმარჯვეთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ამ გუნდის შემართებას, სულისკვეთებასა და ტაქტიკურ განსწავლულობას ხაზი აუცილებლად უნდა გავუსვათ. პირველ ნახევარში ისინი საოცრად გამოიყურებოდნენ. რა თქმა უნდა, მადრიდულ დერბიში განცდილი მარცხი მძიმე იყო, თუმცა აქედან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და დაცვაში თამაში უფრო მეტად გავაუმჯობესოთ. რაც შეეხება კილიან მბაპეს, ის საოცარ ფორმაშია და ყველა თამაშში გოლი გააქვს. ხანდახან მგონია, რომ ის სხვა პლანეტიდანაა. არ ვიცი სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი." - განაცხადა ჩაბი ალონსომ.


შეგახსენებთ, რომ . მადრიდის „რეალს“ ორ ტურში 6 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 22 ოქტომბერს, „იუვენტუსს“ უმასპინძლებს, ხოლო „კაირატი“ უქულოდ ბოლო ადგილზეა და 21 ოქტომბერს, „პაფოსს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096432