ფეხბურთი

12:55 | 1.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალეხანდრო გარნაჩო: "მანჩესტერზე ცუდის თქმას არ ვაპირებ, უბრალოდ ცხოვრების ცუდი პერიოდი იყო"

ლონდონის "ჩელსის" არგენტინელმა შემტევმა ალეხანდრო გარნაჩომ ჩემპიონთა ლიგაზე "ბენფიკასთან" მოგებული მატჩის შემდეგ (1:0) ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც კომენტარი მის ყოფილ კლუბზე "მანჩესტერ იუნაიტედზე" გააკეთა.

"ჩემს ყოფილ კლუბზე ცუდის თქმას არ ვაპირებ. ეს უბრალოდ ცხოვრების ცუდი პერიოდი იყო. ძალიან ბედნიერი ვარ "ჩელსიში" ყოფნით და იმით, რომ დღეს 3 ქულა მოვიპოვეთ." - განაცხადა გარნაჩომ TNT Sports-თან საუბრისას.

"ჩელსიმ" საკუთარ მოედანზე "ბენფიკა" მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი სწორედ არგენტინელი ფეხბურთელის აქტიურობას მოჰყვა, გარნაჩოს ჩაწოდების შემდეგ რიჩარდ რიოსიმ საკუთარ კარში გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ გარნაჩო "მანჩესტერიდან" ლონდონის "ჩელსიში" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გადავიდა, მის სანაცვლოდ "წითელმა ეშმაკებმა" 46 მილიონი მიიღეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09749