ჩოგბურთი

13:26 | 1.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და შანხაის მასტერსს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსს (1000-ქულიანი) გამოეთიშა. ქართველმა ტურნირის ძირითად ბადეში პირველივე შეხვედრა ხორვატ მარინ ჩილიჩთან ორ სეტში წააგო.

გამოცდილმა ხორვატმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი მარტივად 6:3 მოიგო, ხოლო მეორე სეტში საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა 7:6.ნიკოლოზმა ტაიბრეიკზე თამაში კარგად დაიწყო, თუმცა შემდეგ თავისი ორივე მოწოდება დათმო და თამაშში დაბრუნება ვეღარ მოახერხა. მატჩი საათსა და 29 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა 8 ეისი შეასრულა და სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ცნობისთვის, ბასილაშვილმა აღნიშნულ ტურნირზე გამოსვლა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სადაც ჯერ ბერნარ ტომიჩი, შემდეგ კი ელიოტ სპიცერი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ დღეს გამარჯვების შემთხვევაში, ქართველის მეტოქე მეორე წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად რეიტინგში 104-ე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095161