ფეხბურთი

14:10 | 1.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმი კარაგერი: "ვფიქრობ, ახლა და ამ მომენტში ძირითად შემადგენლობაში ვირცის ადგილი არ არის"

"ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯეიმი კარაგერმა, რომელიც ამჟამად სპორტულ კომენტატორად მუშაობს "გალათასარაესთან" წაგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ინგლისელმა CBS Sports-თვის გაკეთებულ ანალიზში ფლორიან ვირცი გააკრიტიკა. მისი აზრით გერმანელი ამ მომენტში ძირითად შემადგენლობაში ყოფნას არ იმსახურებს.

"გუნდში ბალანსს ვერ ვხედავ, ამის ნათელი მაგალითი ფლორიან ვირცია. ის ძალიან ცუდად გამოიყურება. ის ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც მისთვის სრულიად უცხო გარემოში და ლიგაში მივიდა. მას "ლივერპულში" ადაპტაციისთვის დიდი დრო ექნება და დარწმუნებული ვარ, რომ თავის სიმაღლეზე დაბრუნდება, მაგრამ ახლა, ამ მომენტში ძირითად შემადგენლობაში ვირცის ადგილი არ არის." - განაცხადა კარაგერმა.

შეგახსენებთ, რომ ფლორიან ვირიცი "ლივერპულის" რიგებს ზაფხულში "ლევერკუზენიდან" შეუერთდა. მას შემდეგ, ახალგაზრდა გერმანელმა ჯამში 9 მატჩი ჩაატარა და თავი მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.177773