ლონდონის "არსენალის" ფრანგმა ფეხბურთელმა ვილიამ სალიბამ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის მადრიდის "რეალში" გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"მან ლივერპულში რამდენიმე ტიტული მოიგო, მე კი აქ არაფერი მომიგია. მინდა, არსენალში დავრჩე და ბევრი ტიტული მოვიგო. მე მიყვარს ეს კლუბი და ვერ წავალ აქედან მანამ, სანამ არ დავაბრუნებ სანაცვლოდ რაღაც განსაკუთრებულს." - განაცხადა სალიბამ.
ცნობისთვის, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალი" სალიბასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა და შეთანხმებასთანაც ახლოს იყო, თუმცა ბოლო ცნობებით ფრანგი ფეხბურთელი "არსენალთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს.