მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელ ჩაბი ალონსოსა და ფედერიკო ვალვერდეს შორის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.
წყაროს ცნობით, სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ვალვერდემ "კაირატთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მარჯვენა მცველად თამაში არ მოსწონს.
როგორც გამოცემა წერს, ურუგვაელმა ფეხბურთელმა დანი კარვახალისა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის არ ყოფნაში მარჯვენა მცველად თამაშზე უარი განაცხადა, რის გამოც ის ჩაბი ალონსომ სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მან ვალვერდეს უბრალოდ დასვენების საშუალება მისცა, თუმცა ჟურნალისტი ხავი ტინოს მტკიცებით, საქმე სულ სხვა რამეშია და ალონსომ ურუგვაელი მისი განცხადების გამო დასაჯა, რადგან როდესაც მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ფეხბურთელები გამოდიან ხოლმე, როგორც წესი ისნი მატჩს ძირითად შემადგენლობიდან იწყებენ.
ესპანელი ჟურნალისტის თქმით, ფედერიკო ვალვერდე "კაირატთან" მატჩის წინა გახურების დროს, მოედანზე ყველაზე ბოლოს გავიდა და შემდეგ პირდაპირ სათადარიგოთა სკამზე დაჯდა, რადგან იცოდა, რომ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებდა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალს“ ორ ტურში 6 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 22 ოქტომბერს, „იუვენტუსს“ უმასპინძლებს