ფეხბურთი

17:41 | 1.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" პრეზიდენტი: "სერია A გარდამავალი ლიგაა, აქ დიდი ფეხბურთელები მხოლოდ ასაკში მოდიან"

მილანის „ინტერის“ პრეზიდენტმა ჯუზეპე მაროტამ იტალიის სერია A-ს პრობლემებზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ფინანსური რესურსიდან გამომდინარე იტალიაში თამაში დიდ ფეხბურთელებს აღარ სურთ და სერია A გარდამავალ ლიგად იქცა:

„მბაპე სერია A-ში? ასეთი გარიგება სიგიჟე იქნებოდა, იტალიაში ამის გაკეთება არ შეგვძლია. ერთ დროს დიდი ჩემპიონები აქ ახალგაზრდა ასაკში მოდიოდნენ, ახლა კი, კარიერის ბოლოს მოდიან, მაგალითად, მოდრიჩის მსგავსი ჩემპიონი. ჩვენ გარდამავალი ლიგა გვაქვს და ძვირადღირებული ტრანსფერების გაკეთება არ შეგვიძლია“, - თქვა მაროტამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09114