სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:00 | 1.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

Marca: მამარდაშვილმა შანსი იმაზე ადრე მიიღო, ვიდრე წარმოიდგენდა

ესპანური გაზეთი Marca „ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილს შანსს გამოეხმაურა, რომელიც ალისონის ტრავმით მიიღო.

ცნობილი გამოცემა წერს, მამარდაშვილს იმაზე ადრე მიეცა შანსი, ვიდრე თავად წარმოიდგენდა:

„გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულში“ სრული შანსი მიიღო. შესაძლოა, უფრო ადრე, ვიდრე ელოდა, რადგან ქართველმა მეკარემ თავიდანვე იმ პერსპექტივით დაიწყო სეზონი, რომ „წითლების“ სათადარიგო მეკარე იქნებოდა. ალისონ ბეკერის ჩრდილი გრძელია... ძალიან გრძელი. თუმცა, ბრაზილიელს ჩემპიონთა ლიგის მატჩში „გალათასარაისთან“ ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო მოუწია მოედნიდან გასვლა და ქართველს მოულოდნელად მთავარ ტურნირზე დებიუტი ჰქონდა.

ეს სეზონი 25 წლის მეკარისთვის გამოწვევა იყო და არის. მან იცის, რომ ალისონი სიმბოლოა და მისი პრესტიჟის გამო ტახტიდან მისი ჩამოგდება რთული ამოცანაა. მან უბრალოდ უნდა დაელოდოს და ისარგებლოს ყველაფრით, რაც მის წინაშე აღმოჩნდება. და დრო დადგა, თუნდაც ეს ტრავმის გამო იყოს - ის მზადაა.

ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, თითქმის წარმოუდგენელია. სლოტმა მას კარაბაოს თასზე მისცა დებიუტის საშუალება, რათა ფორმაში ყოფილიყო. დებიუტი, რომელიც ყინულის გატეხვას ჰგავს. სიმართლე ისაა, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიდა. რატომ? იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მისი უეცარი დებიუტი შედგა. ბრაზილიელი ტრავმამ აიძულა მოედანი დაეტოვებინა.

ახლა ყველაფერი მიუთითებს, რომ ამ უიქენდზე მამარდაშვილს პრემიერლიგაშიც ექნება დებიუტი. მომავალ შაბათს „ჩელსის“ წინააღმდეგ, რადგან ალისონი გარკვეული დროით ვერ ითამაშებს. ამრიგად, თვალის დახამხამებაში, ქართველმა მეკარემ უკვე დაიკავა ადგილი „ლივერპულის“ კარში. უფრო ადრეც კი, ვიდრე წარმოედგინა. მან ყინული სულ რაღაც ათ დღეში დაადნო და სამ სხვადასხვა ტურნირზე ექნება ნათამაშები“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ 4 ოქტომბერს, სტუმრად ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება და ამ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099147