ფეხბურთი

22:03 | 1.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისი" ახალგაზრდული ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა

„დინამო თბილისის“ ახალგაზრდულმა გუნდმა ახალგაზრდული ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჟრინსკი“ 3:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

„დინამომ“ აჯობა მეტოქეს და დამსახურებულად მოიგო. პირველ ტაიმში ანგარიში ჰალიდ დოლტმურზიევმა გახსნა, რომელმაც მეორე ნახევარში კიდევ გაიტანა და დუბლი შეასრულა. ერთი გოლი ოდიკაძემაც მიითვალა და გამანადგურებელი ანგარიში დააფიქსირა.

„დინამო თბილისის“ ახალგაზრდული გუნდი მეორე ეტაპზე ლარნაკას „აეკს“ 22 ოქტომბერსა და 5 ნოემბერს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09405