ფეხბურთი

22:40 | 1.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ყარაბაღმა" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო

„ყარაბაღი“ ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიის წერას აგრძელებს. აზერბაიჯანის ჩემპიონი ჯერ ფაზის ეტაპზე გავიდა, შემდეგ ლისაბონში „ბენფიკა“ დაამარცხა და ახლა სულაც, ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს!

„ყარაბაღმა“ საკუთარ მოედანზე „კოპენჰაგენი“ 2:0 დაამარცხა და მორიგი ისტორია დაწერა. პირველ ტაიმში ანგარიში აბდელა ზუბირმა გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს ემანუელ ადაიმ სხვაობა ორამდე გაზარდა.

„ყარაბაღს“ ორ ტურში 6 ქულა აქვს, მომდევნო მატჩი ბასკეთში, „ბილბაოსთან“ ელოდება, ხოლო „კოპენჰაგენის“ მონაგარი ერთი ქულაა და „დორტმუნდს“ უმასპინძლებს.

„ნიუკასლ იუნაიტედმა“ ბელგიაში „უნიონ სენ-ჟილი“ 4:0 გაანადგურა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. ედი ჰაუს გუნდისთვის ყველაფერი მარტივი გამოდგა. დასაწყისში ანგარიში ნიკ ვოლტემადემ გახსნა, რასაც ტაიმის ბოლოს ენტონი გორდონის პენალტი მოჰყვა. მეორე ნახევარში გორდონმა კიდევ ერთი პენალტი გაიტანა და დუბლი გაიფორმა, ხოლო საბოლოო ანგარიში ჰარვი ბარნსიმ დააფიქსირა.

„ნიუკასლს“ ორ ტურში 3 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს შინ „ბენფიკასთან“ გამართავს, ხოლო „უნიონის“ მონაგარიც სამი ქულაა და წინ „ინტერთან“ შეხვედრა აქვს.

„უნიონი“ – „ნიუკასლი“ 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 ვოლტემადე (17), 0:2 გორდონი (43, პენ), 0:3 გორდონი (64, პენ), 0:4 ბარნსი (81)

„ყარაბაღი“ – „კოპენჰაგენი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ზუბირი (28), 2:0 ადაი (83)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096298