ფეხბურთი

2:00 | 2.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მედიის გამოხმაურება მიქაუტაძის თამაშზე: "მუდმივი საფრთხე და პანიკა მეტოქისთვის"

„ვილიარეალის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი „იუვენტუსთან“ მატჩში (2:2) გაიტანა. ესპანურმა და იტალიურმა მედიამ კი მისი თამაში ძალიან კარგად შეაფასა:

AS: „ის ნამდვილი საფრთხეა. ერთი გაიტანა და მეტიც შეეძლო. საჯარიმოში გადამწყვეტია“.

Eldesmarque 7 ქულა: „ანგარიში 1:0 გახადა. ძალიან აქტიური იყო, მოწინააღმდეგის საჯარიმოში საფრთხეს ქმნიდა, თუმცა მეორე ტაიმში ასეთი სახიფათო აღარ იყო“.

Tuttomercatoweb 7 ქულა: „ყვითელი მაისურით ერთ-ერთი საუკეთესო. ყველა ბურთისთვის იბრძვის, თუნდა საკუთარ ნახევარზე. უპირველეს ყოვლისა, ის აკეთებს იმას, რასაც ცენტრფორვარდისგან მოელიან: გაიტანა პირველი გოლი და ასევე ჰქონდა შანსი ანგარიში გაეზარდა. მეორე ტაიმში ნაკლებად სასარგებლო, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა“.

Mediaset 7 ქულა: „ვინ იცის, რატომ დაკარგეს ამ ზაფხულს იტალიურმა კლუბებმა, რაც ამდენი ხანი თვალყურს ადევნებდნენ. ის არის ფორვარდი, რომელიც გავლენას ახდენს, როგორც შხამი, გოლების მოყვარული და წარმოუდგენლად სწრაფი. ყველა ეს თვისება „ვილიარეალის“ პირველ გოლში იყო“.

Calciomercato 7 ქულა: „ის ცვლის თამაშს, არა მხოლოდ ტაბლოზე. ეცემა და დგება გოლის გასატანად, რაც პირველ ტაიმში „ვილიარეალის“ გამოვლენილი შიმშილის ნათელი მაგალითია“.

Eurosport 7 ქულა: „ის მუდმივად მოძრაობს, მუდმივად პანიკას ქმნის და „ვილიარეალს“ იმედს აძლევს. შემდეგ, „იუვენტუსის“ დაცვამ როგორღაც შეაკავა, სანამ არ შეცვალეს“.

გიორგი მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაიტანა, მაგრამ „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე ექვს შეხვედრაში 2 გოლი მიითვალა და ერთხელ საგოლე პასიც გააკეთა. „ვილიარეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე ერთი ქულა აქვს და მომდევნო ტურში „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს. თუმცა, უახლოეს მატჩს მომავალ უქმეებზე "რეალთან" ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09676