ფეხბურთი

10:26 | 2.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპემ მადრიდის „რეალის“ ყველა დროის რეკორდი დაამყარა

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „კაირატის“ წინააღმდეგ ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ამ შედეგმა 26 წლის ფრანგს კლუბის ისტორიაში შესვლის საშუალება მისცა - Opta-ს ცნობით, ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც „რეალის“ პირველი სამი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში.

მბაპემ კლუბის შემადგენლობაში ამ სეზონში ცხრა მატჩი ჩაატარა, 13 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

კილიანი ამჟამად ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის ბომბარდირთა სიაში ხუთი გოლით ლიდერობს. ჰარი კეინმა, მაიკლ ოლისემ (ორივე „ბაიერნი“) და ჟონათან ბურკარტმა („აინტრახტი“) ოთხ-ოთხი გოლი გაიტანეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095238