„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში პსჟ-სთან გუნდის მარცხის შესახე (1:2) ისაუბრა.
„35 წუთის შემდეგ, პსჟ უკეთ აკონტროლებდა თამაშს. ჩვენი ზოგიერთი მოთამაშე ძალიან დაღლილი იყო - პედრი, ფრენკი... მაგრამ ყველამ ყველაფერი გაიღო. 1:1 ანგარიშისას, დაცვის უკეთ ორგანიზება გვჭირდებოდა. შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და გავუმჯობესდეთ. მეორე ტაიმში საჭირო ორგანიზება გვაკლდა. ასეთი თამაშები გვეხმარება წინსვლაში. მნიშვნელოვანია, რომ მთელი 90 წუთის განმავლობაში თანმიმდევრული ვიყოთ: მთელმა გუნდმა უნდა დაიცვას და შეუტიოს, მაღალ დონეზე იყოს ბურთის ფლობა, გამოიყენოს ღია სივრცეები და მიიღოს მონაწილეობა კონტროლში. პსჟ-ში ყველამ იცის, როგორ გამოიყენოს სივრცე და ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი“, - ციტირებს Marca ფლიკის სიტყვებს.
შემდეგ ტურში კატალონიური გუნდი ბერძნულ „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება. ფრანგული კლუბი გერმანულ ლევერკუზენის „ბაიერს.“ ორივე მატჩი 21 ოქტომბერს გაიმართება.