უეფას ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, პსჟ-ს მცველი ნუნუ მენდეში „ბარსელონა“-პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩის (1:2) საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
მენდეშმა საგოლე პასი მისცა სენი მაიულუს, რომელმაც 38-ე წუთზე გაიტანა გოლი. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მატჩის დროს ყვითელი ბარათიც მიიღო.
შეგახსენებთ, რომ მასპინძლებმა ანგარიში ფერან ტორესის გოლის წყალობით გახსნეს, მაგრამ საბოლოოდ მატჩი წააგეს. პარიზელთა გუნდის გამარჯვების გოლი გონსალუ რამუშმა გაიტანა.
შემდეგ რაუნდში ფრანგული კლუბი გერმანულ ლევერკუზენის „ბაიერს“ დაუპირისპირდება. „ბლაუგრანა“ კი ბერძნულ „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 21 ოქტომბერს გაიმართება.