პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ბარსელონა,“ გუნდი, რომელსაც კარიერის დასაწყისში წვრთნიდა, ბოლო ხუთ მატჩში მეორედ დაამარცხა. წინა დღეს, 1 ოქტომბერს, პარიზელებმა და „ბლაუგრანამ“ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ითამაშეს. სტუმრებმა მატჩი 1:2 მოიგეს.
ჩემპიონთა ლიგის შემდეგ რაუნდში კატალონიური გუნდი ბერძნულ „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება. ფრანგული კლუბი გერმანულ ლევერკუზენის „ბაიერს.“. ორივე მატჩი 21 ოქტომბერს გაიმართება.