„გალათასარაის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ლივერპულთან“ 1:0 გამარჯვებაზე ისაუბრა.
ნიგერიელმა თავდამსხმელმა 72 წუთი ითამაშა და ერთადერთი გოლი პენალტით გაიტანა.
„ვულოცავ ჩვენს გუნდს ამ გამარჯვებას. ძალიან ძლიერ მეტოქეს შევხვდით და, როგორც ჩანს, ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იყო. თუმცა, ხასიათი გამოვავლინეთ და შედეგიც მივიღეთ.
სამი კვირა გამოვტოვე და არ მითამაშია, მაგრამ ჩემთვის „გალათასარაი“ მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. გულშემატკივრების მიერ ჩემი სახელის სკანდირების მოსმენა ძალას მაძლევს. მათი წყალობით, მოედანზე უკეთესი ვხდები“, - ციტირებს ოსიმენის სიტყვებს Goal.com.
31 ივლისს „გალათასარაიმ“ ოსიმენის „ნაპოლიდან“ 75 მილიონ ევროდ ტრანსფერი გამოაცხადა. 26 წლის თავდამსხმელმა თურქულ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.