სხვა

15:18 | 2.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილის მწვრთნელი: „მერაბს შეუძლია შეინარჩუნოს შთამბეჭდავი ტემპი ხუთი სრული რაუნდის განმავლობაში“

SportsBoom-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში მერაბ დვალიშვილის (UFC-ის ზემსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი) მთავარი მწვრთნელი ჯონ ვუდი მის სწრაფ აღმავლობასა და დაუღალავი ვარჯიშის მაგალითზე საუბრობს. ამბობს, რომ მსუბუქი წონის ჩემპიონი ქართველი მებრძოლი შესაძლოა უკვე მალე გახდეს ამ კატეგორიაში ყველა დროის მსოფლიოში საუკეთესო.

ამერიკელ კორი სენდჰეგენთან UFC 320-ის ბრძოლის წინ, რომელიც 5 ოქტომბერს გაიმართება, ვუდი დასძენს, რომ ახლა „მანქანა“ (დვალიშვილის მეტსახელია) უფრო ძლიერი, სწრაფი და ჭკვიანია, ვიდრე ოდესმე.

„დვალიშვილს საუკეთესო რეზიუმე აქვს უძლიერესი მებრძოლების წინააღმდეგ. მისი ყველა ბრძოლა ტიტულის დაცვა იყო, ჩვენ კითხვებიც აღარ გვაქვს,“

„ვფიქრობ, მან უბრალოდ რამდენჯერმე უნდა დაიცვას ეს ქამარი და შემდეგ არც კი ვსაუბრობთ ზემსუბუქი წონის საუკეთესოობაზე,

„ვფიქრობ, მსუბუქი წონის GOAT (აბრევიატურა, რომელიც ყველა დროის საუკეთესოს ნიშნავს) ძალიან მიღწევადია, თუ ეს უკვე არ მომხდარა“.

„დვალიშვილის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თვისება მისი შეუდარებელი კარდიოა (ძლიერი გული), ფაქტორი, რომელიც საშუალებას აძლევს მას შეინარჩუნოს შთამბეჭდავი ტემპი ხუთი სრული რაუნდის განმავლობაში.

სპორტდარბაზიდან გამოსულები ფიქრობენ: „როგორ?“ ის კვლავ უმჯობესდება, როგორც მებრძოლი“, - ამბობს ვუდი.

„დვალიშვილის კონდიციამ და ჭიდაობამ ის რთულ მებრძოლად აქცია, რადგან მას შეუძლია მოწინააღმდეგეების დაღლა და შემდეგ საკუთარი ნების თავზე მოხვევა. ვუდის თქმით,„მანქანის“ ვარჯიში იმდენად ინტენსიურია, რომ ხშირად რამდენიმე სპარინგ-პარტნიორი სჭირდება.

„ჩვენ მინიმუმ სამი ან ოთხი პარტნიორი უნდა გვყავდეს, რადგან ბიჭები ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავენ,“ - დასძინა მან.

„ეს ყოველდღე მაოცებს. განსაკუთრებით იმ კონკურენციის დონის გათვალისწინებით, რომელსაც ის სპორტდარბაზში აწყდება“.

როდესაც ვუდი პირველად შეხვდა დვალიშვილს, არ იცოდა, რას უნდა დალოდებოდა. მან აღიარა, რომ თავდაპირველად ფიქრობდა, ქართველის ვარჯიში გამოწვევა იქნებოდა და არ სჯეროდა, რომ მათი პიროვნებები ერთმანეთს შეესაბამებოდა.

ურთიერთობა მას შემდეგ ახლო მეგობრობაში გადაიზარდა და ვუდმა გაამხილა, რომ დვალიშვილის ინფორმაციის ასე სწრაფად დამახსოვრების უნარმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის წარმატებაში.

„მას მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ სჭირდება ყველაფრის ახსნა, სანამ იდეალურად გააკეთებს ყველაფერს.

როგორც კი მივხვდი, როგორ სწავლობს და როგორ უნდა გავწვრთნა იგი, ერთად დავიწყეთ მუშაობა. ეს ისეთი რამ იყო, რაც არასდროს წარმომედგინა“, - ასკვნის ვუდი.

წყარო: SportsBoom

https://www.sportsboom.com/mma/exclusive-ufc-champion-merab-dvalishvili-close-to-cementing-himself-as-bantamweight-goat-says-john-wood/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09734