ხორვატიის ქალთა საფეხბურთო ნაკრების წევრი ანა მარია მარკოვიჩი მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს სპორტსმენად მიიჩნევა და აქამდე მის მიუკარებლობაზე და კაცთაგან განდგომაზე ლეგენდები დადიოდა. თუმცა, ანამ ახლახანს დაადასტურა, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელ ტომაშ რიბეიროსთან ურთიერთობაშია.
მარკოვიჩი ამჟამად შვეიცარიის კლუბ„გრასჰოპერსში“ ირჯება, სადაც ბურთს 2020 წლიდან აგორებს. ანა და პორტუგალიელი რიბეირო თურმე საკმაოდ დიდი ხანია შეყვარებულები ყოფილან, მაგრამ მათი ურთიერთობა მხოლოდ ახლახანს გაოფიციალურდა.
„პირველ რიგში, მინდოდა მენახა, რამდენად შევძლებდით დისტანციურ ურთიერთობას და შევუშლიდით თუ არა ხელს ერთმანეთს სპორტულ კარიერაში“ - ამბობს ანა მარკოვიჩი თავის ძლივს გამჟღავნებულ ურთიერთობაზე.
ხორვატი ქალი ფეხბურთელი ქალაქ სპლიტში დაიბადა, თუმცა 12 წლის ასაკში შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლად და სერიოზულად ფეხბურთის თამაში 14 წლის ასაკში დაიწყო.