ფეხბურთი

16:22 | 2.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ოქტომბრის ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

„სელესაო“ აზიურ ტურნეში ორ სპარინგს გამართავს, რომლებისთვისაც შემდეგი შემადგენლობით მოემზადება:

მეკარეები: ბენტო (ალ-ნასრი), ედერსონი (ფენერბაჰჩე), უგო სოუზა (კორინთიანსი)

მცველები: კაიო ენრიკე (მონაკო), კარლოს აუგუსტო (ინტერი), დუგლას სანტოსი (ზენიტი), ედერ მილიტაო (რეალი), ფაბრისიო ბრუნო (კრუზეირო), გაბრიელ მაგალაეში (არსენალი), ლუკას ბერალდო (პსჟ), ვანდერსონი (მონაკო), ვესლი (რომა)

ნახევარმცველები: ანდრე (ვულვზი), ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი), კაზემირო (მანჩესტერი), ჟოაო გომესი (ვულვზი), ჟოელინტონი (ნიუკასლი), ლუკას პაკეტა (ვესტ ჰემი)

თავდამსხმელები: ესტევაო (ჩელსი), გაბრიელ მარტინელი (არსენალი), იგორ ჟეზუში (ნოტინგემი), ლუის ენრიკე (ზენიტი), მათეუშ კუნია (მანჩესტერი), რიშარლისონი (ტოტენჰემი), როდრიგო (რეალი), ვინისიუსი (რეალი)

ბრაზილიის ნაკრები სამხრეთ კორეასთან 10 ოქტომბერს ითამაშებს, ხოლო 14 ოქტომბერს იაპონიას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094184