საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ლატვიასთან და მალტასთან გასვლითი მატჩებით განაგრძობს. რამაზ სვანაძის გუნდი ლატვიას და მალტას შეხვდება.
აღნიშნული მატჩებისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. 21-წლამდე ნაკრებს 4 ახალწვეული შეუერთდება - ლუკა პარკაძე, გიორგი ყავლაშვილი, დავით ოდიკაძე და გელა სადღობელაშვილი ახალგაზრდულში პირველად არიან გამოძახებული.
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სან-ჟილი, ბელგია).
მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გელა სადღობელაშვილი (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), გია ნადარეიშვილი (გაგრა), ირაკლი იეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა ნეცეჩა, პოლონეთი), დავით გოცირიძე (გაგრა), ლუკა პარკაძე (ზალცბურგის აუსტრია, ავსტრია), დავით ოდიკაძე (დინამო თბილისი).
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუზავდა (1:1), ხოლო ლატვიას 10 ოქტომბერს და მალტას 14 ოქტომბერს ეთამაშება.