ესპანური გამოცემა Eldesmarque „იუვენტუსთან“ გიორგი მიქაუტაძის გოლს გამოეხმაურა და წერს, რომ ქართველი ფორვარდი ამართლებს იმ 31 მილიონს, რომელიც „ლიონს“ მის სანაცვლოდ „ვილიარეალს“ გადაუხადა.
„მიქაუტაძე „ვილიარეალის“ ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა ამ ზაფხულს. კლუბმა, რომლის ხელმძღვანელიც ფერნანდო როიგია, თავდამსხმელის შესაძენად 31 მილიონი ევრო გადაიხადა, რომელიც გასულ სეზონში „ლიონში“ თამაშობდა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი დებიუტი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ „მეტროპოლიტანოს“ სტადიონზე შესანიშნავი არ იყო, როგორც ჩანს, ეს მას ადაპტაციაში დაეხმარა, რადგან მას შემდეგ ძალიან მაღალი დონე აჩვენა.
მან თავისი გოლების სია „ოსასუნას“ წინააღმდეგ გახსნა, ხოლო გასულ სამშაბათს, „სევილიას“ წინააღმდეგ, 21 წუთის განმავლობაში ითამაშა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
„იუვენტუსის“ წინააღმდეგ მაღალი ხარისხი აჩვენა, ამიტომ, როგორც ჩანს, ის იწყებს იმ ფასის გამართლებას, რაც მის სანაცვლოდ გადაიხადეს“, - წერს Eldesmarque.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაიტანა, მაგრამ „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე ექვს შეხვედრაში 2 გოლი მიითვალა და ერთხელ საგოლე პასიც გააკეთა. „ვილიარეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე ერთი ქულა აქვს და მომდევნო ტურში „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს. თუმცა, უახლოეს მატჩს მომავალ უქმეებზე "რეალთან" ჩაატარებს.









