საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ოქტომბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
„მამლებს“ უახლოეს შეხვედრებში უსმან დემბელე და და დეზირე დუე ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან. დეშამმა სამაგიეროდ, გამოიძახა შეტევაში ჟან-ფილიპ მატეტა, რომელიც ნაკრებში პირველად მიიწვიეს. საფრანგეთის ნაკრების შემდგენლობა ასეთია:
მეკარეები: ლუკა შევალიე (პსჟ), მაიკ მენიო (მილანი), ბრის სამბა (რენი)
მცველები: ლუკა დინი (ასტონ ვილა), მალო გუსტო (ჩელსი), ლუკა ერნანდესი (პსჟ), ტეო ერნანდესი (ალ ჰილალი), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული), ჟულ კუნდე (ბარსელონა), ვილიამ სალიბა (არსენალი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი)
ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა (რეალი), მანუ კონე (რომა), მაიკლ ოლისე (ბაიერნი), ადრიენ რაბიო (მილანი), ხეფრენ ტურამი (იუვენტუსი)
თავდმსხმელები: მაგნის აკლიუში (მონაკო), ბრედლი ბარკოლა (პსჟ), კინგსლი კომანი (ალ-ნასრი), უგო ეკიტიკე (ლივერპული), ჟან-ფილიპ მატეტა (კრისტალ პალასი), კილიან მბაპე (რეალი), კრისტოფერ ნკუნკუ (მილანი)
საფრანგეთის ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ მატჩში 6 ქულა აქვს. 10 ოქტომბერს, პარიზში, აზერბაიჯანს უმასპინძლებს, ხოლო 13 ოქტომბერს, ისლანდიას ესტუმრება.









