„ფროზინონეს“ ფეხბურთელი გიორგი კვერნაძე მომდევნო მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
„ჩეზენასთან“ უკანასკნელ შეხვედრაში გიორგიმ წითელი ბარათი მიიღო და იყო რისკი, რომ ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯილიყო. თუმცა, სადისციპლინო კომიტეტი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით შემოიფარგლა. შესაბამისად, კვერნაძე „ვენეციასთან“ ვერ ითამაშებს, სანაკრებო პაუზამდე ბოლო შეხვედრაში. აღსანიშნავია, რომ გიორგი ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.
გიორგი კვერნაძეს მიმდინარე სეზონში სერია B-სა და იტალიის თასზე 7 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. „ფროზინონე“ 14 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი „ვენეციასთან“ გამართავს.