სხვა

19:30 | 2.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილმა და კორი სენდჰეგენმა ბრძოლამდე პრესკონფერენცია გამართეს

მერაბ დვალიშვილის მომდევნო ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება. UFC 320-ზე, რომელიც 5 ოქტომბერს გაიმართება ქართველი მანქანა საჩემპიონო ქამრის დაცვას კორი სენდჰეგენთან ეცდება. ბრძოლამდე მებრძოლებმა პრესკონფერენციები გამართეს, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

მერაბ დვალიშვილი - "მომზადების პროცესმა კარგად ჩაიარა და ჯანმრთელობის კუთხითაც თავს კარგად ვგრძნობ. ბრძოლისთვის მზად ვარ. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. კორი სენდჰეგენი კარგი მებრძოლია და მე მას პატივს ვცემ. იქნება თუ არა ის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე? დიახ, ასე ვფიქრობ, რადგან ძალიან სახიფათოა. მას საბრძოლო უნარები ყველა მხრივ განვითარებული აქვს. კორი კარგია დგომში,კარგად იყენებს მუხლებს და თეიქდაუნისგანაც თავს კარგად იცავს, თუმცა მისი მოწინააღმდეგე მე ვიქნები და ამჯერად ჩემი თავის უფრო უკეთეს ვერსიას იხილავთ.

ყველამ ვიცით, რომ ამ სპორტში ყველაფრის გადაწყვეტა ერთ დარტყმას შეუძლია, აქედან გამომდინარე ყველაფერს ვაცნობიერებ და ვიცი, თუ რა საფრთხეს შეიძლება ველოდო მისგან. ოქტაგონზე ვეცდები ყველაფერი ისე გავაკეთო როგორც გვაქვს დაგეგმილი და ის შესაძლებლობები გამოვიყენე, რომელზეც ბევრი ვიმუშავე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საღამო ჩემთვის კარგად დასრულდება.

თუ კორის დავამარცხებ, ვფიქრობ წლის საუკეთესო მებრძოლის ჯილდოს ვიმსახურებ, მაგრამ სიმართლე გითხრათ ამაზე დიდად არ ვფიქრობ. მე ჯანმრთელი და მუდამ მოტივირებული ვარ და უბრალოდ მიყვარს იმის კეთება რასაც ვაკეთებ."

კორი სენდჰეგენი - "ამ ჩხუბისთვის მოსამზადებელი პერიოდი განსხვავებული იყო, რადგან ქმარზე ვიბრძვი. ჩვეულებრივი კემპისგან განსხვავებით, მწვრთნელები ჩემგან გაცილებით მეტს ითხოვდნენ და შესაბამისად მეც ბევრს ვშრომობდი. მოსამზადებელი პერიოდით კმაყოფილი ვარ. მერაბთან ბრძოლა ჩემთვის ორმაგად საინტერესოა, რადგან მას აქვს საჩემპიონო ქამარი და ამასთან ერთად მას მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევენ. მერაბი დგომში ჩხუბს გეგმავს? ყველას აქვს გარკვეული გეგმა, იქამდე სანამ სახეში მუშტი მოხვდებათ. ვნახოთ რამდენიმე რაუნდის მერე თუ მოინდომებს დგომში ჩხუბს. ჩემპიონობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და დამატებითი მოტივაციაა ის ფაქტი, რომ აშშ-ს კაცებში მოქმედი ჩემპიონი ამ დროისთვის არ ჰყავს."

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის ბრძოლა UFC 320-ის თანამთავარი ბრძოლა იქნება. აღნიშნული დაპირისპირება 5 ოქტომბერს გამთენიისას გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16416