UEFA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის დასრულების შემდეგ სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა, სადაც ერთზე მეტი ფეხბურთელი არცერთი გუნდიდან არ არის.
მეორე ტურის სიმბოლური შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: უგურჩან ჩაქირი (გალათსარაი)
მცველები: ნუნუ მენდეში (პსჟ), ერიკ დაიერი (მონაკო), ფედერიკო გატი (იუვენტუსი), დენზელ დუმფრისი (ინტერი)
ნახევარმცველები: იენსა ჰაუგე (ბოდო გლიმტი), მარსელ ზაბიცერი (დორტმუნდი), მარტინ ოდეგორი (არსენალი), ნიკოლა პეპე (ვილიარეალი)
თავდამსხმელები: რასმუს ჰოილუნი (ნაპოლი), კილიან მბაპე (რეალი)
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრები 21-22 ოქტომბერს გაიმართება.