ფეხბურთი

22:15 | 2.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალისონის ტრავმის სიმძიმე და დაბრუნების სავარაუდო დრო ცნობილია

"ლივერპულის" 33 წლის ბრაზილიელმა მეკარემ ალისონ ბეკერმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში "გალათასარაის" წინააღმდეგ დაზიანება მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

ამდენიმე წუთის წინ, ცნობილი ბრიტანული გამოცემის The Athletic-ი ალისონის დაზიანების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ბრაზილიელს დაახლოებით 6 კვირით უქმობა მოუწევს და მოედანზე დაბრუნებას ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ შეძლებს. ალისონს მარჯვენა ბარძაყის უკანა კუთი აქვს დაზიანებული.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ გიორგი მამარდაშვილს კარგი შანსი ექნება, რომ საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცოს. ქართველი მეკარე შაბათს "ჩელსის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნება და მისი დებიუტი პრემიერლიგაშიც შედგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08806