"ლოზანამ" რომლის ღირსებასაც გაბრიელ სიგუა იცავს, კონფერენს ლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე ისლანდიურ ბრეიდაბლიკს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა.
გაბრიელ სიგუამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მესამე გოლში დიდი წვლილი შეიტანა. ქართველი ფეხბურთელი მატჩის 33-ე წუთზე მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა, პასი თანაგუნდელს გაუკეთა და ცარიელ კარში გაატანინა.
შეგახსენებთ, რომ სიგუა "ბაზელის" საკუთრებაა და "ლოზანას" ზაფხულში იჯარის წესით შეუერთდა. ქართველმა ახალ კლუბში უკვე 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.









