ევროპა ლიგის მეორე ტურის მატჩში "რომამ" საკუთარ მოედანზე "ლილს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მატჩში ერთადერთი გოლი სტუმართა მხრიდან მე-6 წუთზე ჰაკონ ჰარალდსონმა გაიტანა.
"რომას" თამაშის გადარჩენა შეეძლო, როდესაც 81-ე წუთზე "ლილის" კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა ფრანგული კლუბის მეკარემ ბერკე ოზერმა სასწაული ჩაიდინა. თურქმა ზედიზედ სამი თერთმეტმეტრიანი აიღო. ჯერ უკრაინელ დოვბიკს აჯობა ორჯერ, შემდეგ კი "რომამ" დამრტყმელი შეცვალა, თუმცა უშედეგოდ. საბოლოო ჯამში სტუმრებმა მინიმალური სხვაობით იმარჯვეს.
ორი ტურის შემდეგ "ლილს" 6 ქულა აქვს, ხოლო "რომას" 3 ქულა აქვს. ევროპა ლიგის მესამე ტურის მატჩები 23 ოქტომბერს გაიმართება.