ფეხბურთი

11:03 | 3.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კანავარო უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად იმუშავებს

52 წლის ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფაბიო კანავარო მზადაა უზბეკეთის ნაკრები ჩაიბაროს და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უხელმძღვანელოს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ადასტურებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად ყველა საკითხზე მიღწეულია და ოფიციალურად ორშაბათს დილით დადასტურდება. ფაბიო კანავარო ბოლოს „დინამო ზაგრების“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ უზბეკეთის ნაკრები 2026 წელს ისტორიაში პირველად ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089319