ფეხბურთი

0:55 | 3.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილმა სეზონში მე-6 გოლი გაიტანა, "შტურმმა" "რეინჯერსი" დაამარცხა

ევროპა ლიგის მეორე ტურში გრაცის „შტურმმა“ „რეინჯერსი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელი ავსტრიულ კლუბს დაუბრუნდა, ის მამის გარდაცვალების გამო ვერ ეხმარებოდა თავის გუნდს და ამჯერად ძირითად შემადგენლობაში იყო. მან 35-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში 2:0 გახადა. საბოლოოდ, გრაცელებმა 2:1 მოიგეს. ოთარი 73-ე წუთზე შეცვალეს.

კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში (ყველა ტურნირზე) 6 გოლი აქვს გატანილი. „შტურმს“ ორ ტურში სამი ქულა აქვს და მომდევნო ტურში 23 ოქტომბერს კიდევ ერთ შოტლანდიურ კლუბს, „სელტიკს“ ეთამაშება, ოღონდ გასვლაზე.

კონფერენს ლიგის პირველ ტურში ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვა“ სტუმრად პოლონურ „რაკოვთან“ 0:2 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 59-ე წუთიდან იყო. „კრაიოვა“ მომდევნო ტურში სომხურ „ნოას“ უმასპინძლებს.

ბრატისლავის „სლოვანი“ საკუთარ მოედანზე ფრანგულ „სტრასბურთან“ 1:2 დამარცხდა. გურამ კაშიამ 83-ე წუთამდე ითამაშა. „სლოვანიც“ უქულოდაა და მომდევნო ტურში „ალკმაარს“ ესტუმრება.

დონეცკის „შახტარმა“ გასვლაზე შოტლანდიური „აბერდინი“ 3:2 დაამარცხა, ირაკლი აზაროვი კი სათადარიგო სკამზე იყო. უკრაინული გუნდი მომდევნო ტურში „ლეგიას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091621