ფეხბურთი

12:16 | 3.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

სერჟიო კონსეისაო არაბულ კლუბში იმუშავებს

„ალ-იტიჰადის“ მთავარი მწვრთნელი სერჟიო კონსეისაო გახდება. მხარეებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია.

პორტუგალიელი სპეციალისტი არაბულ კლუბთან კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. ის „ალ-იტიჰადში“ ლორან ბლანს შეცვლის, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ „ალ-იტიჰადის“ პირველი ვარიანტი ლუჩანო სპალეტი იყო, მაგრამ იტალიელმა არაბეთში მუშაობაზე უარი თქვა.

სერჟიო კონსეისაომ სახელი „პორტუში“ მუშაობით გაითქვა, ბოლოს კი „მილანის“ მთავარი მწვრთნელი იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097916