ფეხბურთი

12:48 | 3.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა: "გვინდა, რომ გიოკერეშმა გოლები გაიტანოს, მაგრამ ამის გარეშეც ძალიან გვეხმარება"

„არსენალის“ თავდამსხმელ ვიქტორ გიოკერეშს უგოლო სერია აქვს, მაგრამ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა შვედი ფორვარდის თამაშით კმაყოფილია.

„ვფიქრობ, ის ყოველ თამაშში უფრო და უფრო უკეთესია. საერთო ჯამში მისი თამაში გამორჩეულია. გვინდა, რომ მან გოლები გაიტანოს, მაგრამ თუ ამას ვერ გააკეთებს, გუნდს მაინც ეხმარება. ის ძალიან გვეხმარება“, - თქვა არტეტამ.

შეგახსენებთ, რომ გიოკერეშმა ბოლოს 13 სექტემბერს გაიტანა და მას შემდეგ 5 უგოლო თამაში ჩაატარა. მიმდინარე სეზონში შვედმა 9 მატჩში თავი 3-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091993