თამაშგარე

15:40 | 3.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მადლენა და ეგვიპტელი ფარაონები

პარიზულ კლუბში ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი ჟოაო ნევეში ხომ იცით? ჰოდა მაგ პორტუგალიელ ჯეელს ფრიად საინტერესო გულისსწორი ყოლია, რომელიც გარდა იმისა რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად საკმაოდ წარმატებული მსახიობია, ასევე დაინტერესებული ყოფილა სამაგიდო თამაშებითა და LEGO-ს ურთულესი პაზლებისა და სათამაშოების აწყობით.

ცოტა ხნის წინ, 19 წლის მშვენიერმა მადლენაარაგაომ, რომელიც ჟოაოს თანამემამულე და დიდი გულშემატკივარია, სოციალურ ქსელში გამოდო ფოტო, სადაც ჩანს რომ მან „პსჟ“-ს საშინაო არენა - საყოველთაოდ ცნობილი "პარკ დე ფრენსის" სტადიონი სწორედ LEGO-სგან ააგო და ამ ნაშრომით ისე ამაყობს, ვითარცა ეგვიპტელი ფარაონი პირამიდების აშენებით იმაყებდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090281