ფეხბურთი

13:30 | 3.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

იაშვილი: "დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ძველებურად ძლიერი დაბრუნდება"
"მზად ვართ თანამშრომლობისთვისა და იდეებისთვის"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იშვილმა მოახლოებული სანაკრებო მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა. მან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა:

„დღეს 10 წელი გახდა, რაც ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი მოვიდა ფეხბურთის ფედერაციაში. ძალიან წარმატებული 10 წელი იყო, რომლის განმავლობაში ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები ევროპის ჩემპიონატზე იყვნენ. ფუტსალის ნაკრებიც ზედიზედ მეორედ გავიდა, გვაქვს ბევრი ახალი ინფრასტრუქტურა. თუმცა, რა თქმა უნდა, მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალში უფრო მეტი წარმატება გვქონდეს. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.

მომდევნო ორ მატჩშიც ქართველი გულშემატკივარი ჩვენს გვერდით იქნება. ძალიან მიხარია და მოტივაციაა, რომ გულშემატკივარი ყველა გასვლით მატჩზე გვახლავს და ამისთვის მათი მადლიერი ვართ და ძალიან ვაფასებთ.

ჩაკვეტაძესთან ხშირი კონტაქტი მაქვს, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მისთვის რთული პერიოდია, მაგრამ ვიცი მისი პროფესიონალიზმი და საქმისადმი მიდგომა, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ძველებურად ძლიერი დაბრუნდება. მას ჩვენგან სრული მხარდაჭერა აქვს.

დოლტმურზიევის საკითხთან დაკავშირებით ბევრი რამ გავაკეთეთ, რომ ჩვენთან ეთამაშა. თუმცა, მას ჯერ „დინამოს“ მთავარ გუნდშიც არ უთამაშია და ბევრი აქვს დასამტკიცებელი, ამიტომ, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, უნდა გამოვიძახოთ თუ არა ნაკრებში. ვილი ყველა ფეხბურთელი იცის, 17-წლამდელების ნაკრების მატჩებსაც დაესწრო. დამიჯერეთ, რომ ყველას აკვირდება და იცის, ვინ თამაშობს კარგა.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშნელოვანია საკლუბო ფეხბურთი, რადგან, რაც უფრო ძლიერია ის, ნაკრებიც უფრო ძლიერია, უფრო კარგად მომზადებული ფეხბურთელები მოდიან. ყველა ჩვენგანის წუხილია, რომ საკლუბო ფეხბურთი არაა წარმატებული. ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობითვის, იდეებისთვის, რადგან კლუბების განვითარება მნიშვნელოვანია.

ძალიან მნიშნელოვანია, რომ ჩვენი ფეხბურთელები ძლიერ ჩემპიონატებში თამაშობდნენ. მე და ვილი ბოლო პერიოდში ბუდუსთან და ლოჩოსთან ვიყავით. ჩვენი მიზანია, ფეხბურთელებთან, რაც შეიძლება ხშირად ჩავიდეთ, მათთვისაც მნიშვნელოვანია კომუნიკაცია. მნიშვნელოვანია, უფრო მეტი ფეხბურთელი გვყავდეს ტოპლიგებში, რადგან ეს აძლიერებს კონკურენციას და ნაკრებიც უფრო ძლიერია“, - თქვა იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ორ ტურში სამი ქულა აქვს: სექტემბერში შინ თურქეთთან დამარცხდა (2:3), ხოლო ბულგარეთთან გაიმარჯვა (3:0).

საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს ელჩეში ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს იზმითში თურქეთის ნაკრებს ეწვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089726